პრეზიდენტი ძალიან შეცდა, არავინ აპირებს მისი მოთხოვნით ჩაბარებას - პრიგოჟინი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ „პრეზიდენტის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თუ კიდევ ვიღაცის“ მოთხოვნით ჩაბარებას არავინ აპირებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პრეზიდენტი ძალიან შეცდა სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, ვიბრძოდით და ვიბრძვით. „ვაგნერის“ ყველა მებრძოლი. არავინ აპირებს პრეზიდენტის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ან კიდევ ვიღაცის მოთხოვნით, ჩაბარდეს, რადგან ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყანა შემდგომშიც კორუფციაში, ტყუილსა და ბიუროკრატიაში ცხოვრობდეს.

როდესაც ჩვენ აფრიკაში ვიბრძოდით, გვეუნებოდნენ, რომ აფრიკა სჭირდებოდათ, ხოლო შემდეგ ის მიატოვეს, რადგან მოიპარეს ფული, რომელიც დახმარებას უნდა მოხმარებოდა. როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინასთან გვეომა, მივდიოდით და ვომობდით, მაგრამ გაირკვა, რომ საბრძოლო მასალას, შეიარაღებას, ფულს ისევ იპარავენ. ჩინოვნიკები სხედან და ეკონომიას ეწევიან ზუსტად ისეთი მომენტისთვის, როგორიც დღეს დადგა - როდესაც ვიღაც მოსკოვისკენ მიდის. ახლა ისინი არაფერს ზოგავენ. ჩვენ პატრიოტები ვართ, ხოლო ისინი, ვინც დღეს გვიპირისპირდებიან - ნაძირლების ირგვლივ შემოკრებილები“, - ამბობს პრიგოჟინი აუდიომიმართვაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ, დღეს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა. მან პრიგოჟინის ქმედებები „ზურგში დარტყმად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება.

„ვინც სამხედრო აჯანყება მოაწყო და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს და ამისთვის პასუხს აგებს. მოვუწოდებ მათ, ვის ჩათრევასაც ცდილობენ ამ დანაშაულში, არ დაუშვან საბედისწერო და ტრაგიკული შეცდომა, გააკეთონ ერთადერთი სწორი არჩევანი - შეწყვიტონ მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში“, - განაცხადა პუტინმა.

მანამდე, 23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებდა. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ მიდის იმის გასარკვევად, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.

„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს“, - თქვა პრიგოჟინმა. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვს.

ამ დროისთვის, „ვაგნერი“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებს აკონტროლებს, მათ შორის აეროდრომსაც.

რუსეთის ხელისუფლებას კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი აქვს გამოცხადებული  ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში.

ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.