პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პრაიდის ფესტივალის“ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა და შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, ღონისძიების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების დაცვა უზრუნველყონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ „პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტის დავალებით „პრაიდის ფესტივალს“ ადამიანის უფლებათა საკითხებში მისი მრჩეველიც დაესწრება.
დღეს, 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში, დახურულ ტერიტორიაზე, ფესტივალი გაიმართება, რომელსაც ლგბტქ+ თემი მესამე წელია ატარებს. ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის ქუჩებში ე.წ. გეი პარადის ჩატარებაა დაგეგმილი და ამ გზით მოქალაქეების მობილიზებას ცდილობენ, მათ შორის რეგიონებიდანაც. პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია იმუქრება, რომ „8 ივლისი 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება იქნება“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ჯგუფებს მოუწოდა, „დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს“. სამინისტროს განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.
