პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა აშშ-ის მიერ საქართველოსთან ერთობლივი სამხედრო სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებას და განაცხადა, რომ რომ „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას, რასაც თავდაცვის ძალების გაძლიერება ეფუძნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად. ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს. ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს“, - წერს ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ გაურკვეველი ვადით გადადო. ეს გადაწყვეტილება 30 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწყებული აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში მიიღეს.
„გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემსუბუქდეს, ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. ამიტომ, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების ჩასატარებლად“, - ნათქვამია პენტაგონის მიერ 5 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას დასანანი უწოდა. ამასთან, სამინისტროში განაცხადეს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს, რომლებიც გაგრძელდება: „სწავლების გადადების მიუხედავად, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, - აღნიშნეს თავდაცვის უწყებაში.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის მიერ ერთობლივად მართული სამხედრო სწავლებაა, რომელსაც საქართველოში ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელი ბაზები მასპინძლობდა.
