რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. როგორც კრემლში განაცხადეს, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
ვიზიტის ბოლოს ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი ერთობლივი განცხადების მიღებას აპირებენ, ასევე, ხელს მოაწერენ სამთავრობათაშორისო და სხვა დოკუმენტებს.
პუტინი აზერბაიჯანში ბოლოს 2018 წლის სექტემბერში იმყოფებოდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის მარტში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. აზერბაიჯანი სასამართლოს სადამფუძნებლო ხელშეკრულების - რომის სტატუტის ხელმომწერი და მხარე არ არის.
