რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაკვირვებულია საქართველოს ხელისუფლების „სიმამაცითა და ხასიათით“, რომელიც მან საკუთარი პოზიციების დაცვისას გამოავლინა. ამის შესახებ პუტინმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
მას შეკითხვა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებებზე დაუსვეს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მრავალიცხოვანი კონტაქტების მიუხედავად, რუსეთი მათ შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ოფიციალურ დონეზე, „საერთოდ არ ერევა“, რასაც ვერ იტყვის დასავლეთზე.
„როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, გულწრფელად რომ ვთქვათ, გაკვირვებით ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს. მათთან, საქართველოს ხელმძღვანელობასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ მე უბრალოდ გაკვირვებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც თავიანთი თვალსაზრისის დასაცავად ავლენდნენ. ახლა არც კი შევაფასებ ამ თვალსაზრისს“, - განაცხადა პუტინმა.
საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების, მათ შორის, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების გამო, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
დღეს, ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
