რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, დღეიდან უვიზო რეჟიმი გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზეც, ვისაც რუსეთში შესვლა შრომითი საქმიანობის მიზნით ან 90 დღეზე მეტი ვადით დასარჩენად სურთ. გამოქვეყნებული ბრძანების ახალი ვერსია გამონაკლისებს აღარ შეიცავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს შემოღებული სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ბრძანება 2023 წლის მაისში გამოსცა. თუმცა, დოკუმენტის წინა ვერსია შეიცავდა დათქმას მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში შედიოდნენ შრომითი საქმიანობის მიზნით ან 90 დღეზე მეტი ვადით დროებით დასარჩენად, მათ შორის განათლების მიღების მიზნით.
ვლადიმერ პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით პრორუსულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ივნისში მიმართა. პარტია ასევე ითხოვდა ამნისტიას მათთვის, ვინც რუსეთში ყოფნის წესები სავიზო რეჟიმის შემსუბუქებამდე დაარღვია.
სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების მოთხოვნით გამოდიოდა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათაშორის ურთიერთობათა საბჭოს წევრი გახდა.
საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება 2023 წლის 15 მაისიდან მიეცათ. დღემდე ფედერაციის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა შესაძლებელი იყო 90 დღის ვადით 180 დღის განმავლობაში - დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული, ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ასევე მოკლევადიანი სწავლისთვის. ასევე, 2023 წლის მაისში, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს მოეხსნათ საქართველოში ფრენების განხორციელებაზე 2019 წელს დაწესებული აკრძალვა.
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს მიიღო. რუსეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, ქვეყანაში 365 დღე უვიზოდ დარჩნენ.