„ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ მან ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
ყაველაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ევროინტეგრაცია და პროდასავლური კურსი ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით.
„არაერთ სპეკულაციასთან გვქონდა საქმე და ვიცით, რომ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ემსახურება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას, ამიტომ ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ვალია, მსგავს სპეკულაციებს სიმართლე დავუპირისპიროთ.
დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟის და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება.
2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90 პროცენტზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ყაველაშვილმა, რომელსაც ლეგიტიმურად არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ის ამბობს, საქართველო მზადაა, ნებისმიერ დროს დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.
„ნებისმიერ მომენტში ჩვენი ქვეყანა მზად იქნება, რათა გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ პროცესი“, - დასძინა მიხეილ ყაველაშვილმა.
ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსაც შეეხო და თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მოლოდნინი, „ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრება“.
„ახლა, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, ჩვენს რეგიონშიც.
უფრო მეტად გვმართებს გონიერი და პრაგმატული მოქმედება, პოლიტიკური გამჭრიახობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ასეთი ძალისხმევით ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოს“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს.
ევროკავშირის ლიდერებისა და ინსტიტუტების შეფასებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი, „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების გამო, დე ფაქტო შეჩერებულია. ამის შესახებ აღნიშნული იყო გაფართოების ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ევროკომისიამ განმარტა, რომ არ გაუწევს რეკომენდაციას საქართველოსთან გაწევრიანებიაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის. ანგარიშის გამოქვეყნებიდან და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთ თვეში, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებას თბილისსა და რეგიონებში მრავალათასიანი აქციები მოჰყვა.
ამ თემაზე:
ბერბოკი: EU-ში უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)