პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, მათ შორის იმაზე, თუ რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„რამდენიმე კვირაა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას. გაურკვეველია, საერთოდ ვისთვის. ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სინამდვილეში, არაფერს გვიხსნის, არაფერს გვეუბნება, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ან რა გეგმა აქვს, იქნებ ვეთანხმებით.
ამ დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროდან მკაფიოდ და ღიად აფიქსირებს საკუთარი ქვეყნის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი შეცვლილა - ისინი არ აპირებენ არც ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევას“, - განაცხადა გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე დიდი ამოცანაა და დაუშვებელია მსგავსი საკითხების არჩევნებამდე რამდენიმე კვირით, ადრე კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება.
„ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის, თუმცა მოვუწოდებ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი საქართველოს მოქალაქეებს და განუმარტოს. დებატებში თუ არ შეუძლია, მაშინ, მაგალითად, 15 ოქტომბერს, როცა იქნება ზუგდიდში, საქართველოს მოქალაქეებისგან როცა მოითხოვს ბოდიშის მოხდას ან საქართველოს მოქალაქეებისგან მოითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე:
- რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა არც რუსეთის და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ;
- რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას;
- დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის საქართველოს იზოლაციის, ასევე დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას.
მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემის შემთხვევაში შეუძლია ივანიშვილს ისაუბროს მშვიდობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საკითხი გამოყენებული წინასაარჩევნოდ, იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბოლო ერთი თვეა, რეგიონებში მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებებზე გამოდის სიტყვით, იმეორებს, რომ „ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის, ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად“ და ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება. ამასთან, 14 სექტემბერს, ივანიშვილმა გორიდან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც „ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას“, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს „ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.