რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოს მიმართულებით დამატებითი რეისების შესრულებაზე ნებართვა მისცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„როსავიაციის“ გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიამ მგზავრთა რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანის ნებართვა შემდეგ მიმართულებებზე მოიპოვა:
- ირკუტსკი - თბილისი
- ნოვოსიბირსკი - თბილისი
- გროზნო - თბილისი
- ნოვოსიბირსკი - ბათუმი
- გროზნო - ბათუმი
- ნოვოსიბირსკი - ქუთაისი
თითოეულ მიმართულებაზე გაცემული ნებართვა კვირაში შვიდი რეისის შესრულების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით ფრენების განსახორციელებლად რუსულმა ავიაკომპანიამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვაც უნდა მოიპოვოს.
დღეისთვის Red Wings-ი თბილისში სანქტ-პეტერბურგიდან, სამარადან, ყაზანიდან და ეკატერინბურგიდან დაფრინავს, მოსკოვიდან რეისებს კი ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს. ავიაკომპანია ქუთაისი-პეტერბურგის მიმართულებაზეც ოპერირებს.
Red Wings-ი ერთ-ერთი პირველი რუსული ავიაკომპანიაა, რომელსაც 2023 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ფრენების შესრულების ნებართვა მისცა.
