რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირს „საქართველოს გათავისუფლება არ სურს“ და მის ხელმძღვანელობას მიზნად აქვს დასახული ნებისმიერ ფასად დააბრუნოს ის „დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
27 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მსოფლიოში მიმდინარე „ეროვნულ-კონსერვატიული შემობრუნების“ გათვალისწინებით, ევროკავშირმა გადაწყვიტა ქართველ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებასთან მუშაობისას უკვე უმოქმედო ლიბერალური დაპირებებიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე გადავიდეს.
„ევროკავშირის ჩინოვნიკებს მიეცათ დავალება, უფრო აქტიურად იმუშაონ ქართული ოპოზიციური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე. მათ მოუწოდებენ ჩამოაყალიბონ „ერთიანი მუშტი“ მმართველი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
პარალელურად, ადგილი აქვს მცდელობებს, საქართველოში ქუჩის საპროტესტო აქტივობა განვითარდეს, რაც უნდა გახდეს „უბრალო ქართველთა შორის პროევროპული შეხედულებების მდგრადობის მტკიცებულება“.
თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის გამოყოფილია მნიშვნელოვანი რესურსები დემონსტრაციების მხარდასაჭერად და კოორდინირებისთვის.
ანტისამთავრობო გამოსვლების თითოეულ მონაწილეზე ერთი დღის „სამუშაოსთვის“ 120 ევრომდე ანაზღაურების გადახდაა დაგეგმილი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ეცდება დაბლოკოს ევროკავშირის არხები ძირგამომთხრელი მოქმედებების დასაფინანსებლად, მუშავდება სომხეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიდან თბილისში ნაღდი ვალუტის ჩატანის ვარიანტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული დაზვერვა ირწმუნება, რომ ცალკე მიმართულებად არის გამოყოფილი „ანტისახელმწიფოებრივი განწყობების ჩამოყალიბება ადგილობრივი ახალგაზრდების ყველაზე დინამიურ ნაწილს შორის“ - ბლოგერებში, ჟურნალისტებში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებში, ისევე როგორც მათ კოლეგებში რუსი რელოკანტების რიგებიდან.
„ბრიუსელის მიერ კონტროლირებადი ქართული და ევროპული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ორიენტირებული არიან ამ ფოკუს ჯგუფისთვის „ტვინების გამორეცხვაზე“ „ერთიან ევროპასთან თანამშრომლობის სარგებლისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრორუსული პოლიტიკის ვექტორის ჩიხურობის შესახებ ზღაპრებით.
ევროკავშირის პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდობა ევროპისთვის“ (Georgian Youth for Europe) ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს „პროგრესული“ პროექტების განსახორციელებლად 50 ათას ევრომდე გრანტებს სთავაზობენ. სახსრების განაწილების მთავარი კრიტერიუმი დასავლეთის მიმართ ლოიალობაა“, - ვკითხულობთ რუსული დაზვერვის განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა „უკვე გასცეს მკაფიო და გადამწყვეტი პასუხი“ მათი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას.
მსგავსი შინაარსის განცხადებებს რუსეთის საგარეო დაზვერვა პერიოდულად ავრცელებს. გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მათი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომელსაც რუსეთი არჩევნებში ჩარევის მცდელობასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად „ფერადი რევოლუციის“ მომზადებაში ადანაშაულებდა.
