რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია, რომლითაც მოქალაქეებს ურჩევდა, თავი შეეკავებინათ ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთში სიტუაცია დასტაბილურდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
„რუსებს, რომლებსაც სურთ აფხაზეთში გამგზავრება, შეუძლიათ დაიწყონ თავიანთი გეგმების განხორციელება. ამავდროულად, აქტუალური რჩება სტანდარტული წესები დასასვენებლად მიმავალი მოქალაქეებისთვის, ღამით და პოტენციურად საშიშ ადგილებში სიფრთხილის გამოჩენის, ასევე ადგილობრივი ადათ-წესებისა და ტრადიციების პატივისცემის ჩათვლით“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ტურისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„მოსკოვში იციან, რომ ახალი ტურისტული სეზონის გახსნისთვის აფხაზეთში ძალიან ელოდებიან რუსეთიდან სტუმრებს.
ტურისტების კომფორტული დასვენებისთვის მოსკოვი და სოხუმი ერთობლივადქმნიან აუცილებელ პირობებს, მათ შორის ხდება სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია (მან უკვეწარმატებით მიიღო პირველი საცდელი ფრენა რუსეთიდან და ამ ზაფხულის დასაწყისში დაგეგმილია ოფიციალური გახსნა), ადლერში ორი ქვეყნის საზღვარზე საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის გაფართოება, ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების პოტენციალის ხარისხობრივად გაზრდა და სხვა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
2024 წლის 15 ნოემბერს, აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, თავი შეეკავებინათ აფხაზეთში გამგზავრებისგან, მათ შორის, ტურისტული მიზნით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2025 წლის 15 თებერვალსა და 1-ელ მარტს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტლო არჩევნების პირველი და მეორე ტური ჩატარდა, რის შედეგადაც „რესპუბლიკის მეთაურად ბადრა გუნბა იქნა არჩეული“. დე ფაქტო პრეზიდენტად მისი ინაუგურაცია 2 აპრილს არის დაგეგმილი.
ბადრა გუნბა რუსეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. „არჩევნებში“ გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, 5 მარტს, ის კრემლში მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
