შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეები ტურისტული, სპორტული ან კულტურული მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლას 25 ოქტომბრიდან ვეღარ შეძლებენ - გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ გუშინ მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის განცხადებით, დამატებითი სავიზო შეზღუდვების შემოღება ეხმიანება რუსეთის მხრიდან უკრაინაში ვითარების ესკალაციას.
„ვიდრე უკრაინაში რუსული რაკეტები საბავშვო მოედნებს და სამსახურებში მიმავალ ადამიანებს ეცემა, საერთაშორისო აეროპორტის გავლით ჩეხეთში ყოველდღიურად რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე შემოდის. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ შემოსვლაზე უარს მიიღებენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ჩეხეთის ტერიტორიაზე შემოდიან შენგენის ზონის გარე საზღვრებიდან, ანუ ჩვენი საერთაშორისო აეროპორტის გავლით ტურიზმის, სპორტული ან კულტურული მიზნით.
ეს ზომა გავრცელდება იმ მოგზაურებზე, რომლებსაც აქვთ შენგენის მოქმედი ვიზა გაცემული ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მიერ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რამდენიმე კვირის წინ, რუსი ტურისტებისთვის საკუთარი საზღვრები ჩაკეტეს რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა - ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ფინეთმა. გარდა ამისა, ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება შეჩერებულია. ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილების შედეგად, 12 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებლის ოდენობა 80 ევრომდე გაიზარდა და ვიზის მისაღებად აუცილებელი გახდა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა. გარდა იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაფორმებას მეტი დრო დასჭირდება, შეიზღუდება მრავალჯერადი ვიზების გაცემაც. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩეხეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ვიზების გაცემაზე უარი თქვა. ჩეხეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო და დღემდე ძალაშია.
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლის შემდეგ, მის ფარგლებში გადაადგილება თავისუფლად, შიდა საზღვრებზე საპასპორტო კონტროლის გავლის გარეშე შეუძლიათ. ამასთან, ევროკავშირის თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად აკონტროლებს გარე საზღვრების საშუალებით ევროკავშირში შესვლის საკითხებს.
