ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიტ რაკუშანი

ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის 15 წლის წინ მიღებული გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების მოქმედება შეაჩერა. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიტ რაკუშანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგი და უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევი ერთგულების კიდევ ერთი დადასტურება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

12 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო კოდექსის საერთო ნორმები გავრცელდება. შედეგად, მათთვის სავიზო მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება, აუცილებელი იქნება დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, ვიზის გაფორმებას უფრო მეტი დრო დასჭირდება და შეიზღუდება მრავალჯერადი ვიზების გაცემა.

„გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება უზრუნველყოფს ევროკავშირში პრივილეგირებულ შესვლას სანდო პარტნიორების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. გაუმართლებელი აგრესიული ომის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი თავდასხმებით, რუსეთმა დაარღვია ეს ნდობა და არღვევს ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების ძირითად ღირებულებებს“, – განაცხადა ვიტ რაკუშანმა.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება ძალაში 2007 წელს შევიდა. შთანხმების მიზანი იყო, ორმხრივად გაადვილებულიყო მოკლევადიანი ვიზების გაცემა. 2022 წლის 31 აგვისტოს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვაზე, რასაც რუსეთის მოსაზღვრე ევროპული ქვეყნები ითხოვდნენ.

ამის გამო ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა გადაწყვიტეს, 19 სექტემბრიდან ტურისტული ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეები თავიანთ საზღვრებში არ შეუშვან.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა, რასაც უკრაინის დიდ ქალაქებზე, მათ შორის კიევზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმები მოჰყვა. რუსეთი ბომბავდა მშვიდობიან მოსახლეობას, სამედიცინო ცენტრებს, სკოლებსა და თავშესაფრებს. პუტინმა ოპერაციის მიზნებად უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“ დაასახელა. მეზობელ ქვეყანაში შეჭრამდე, მან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დონბასში არსებული ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა და „სამშვიდობო მისიით“ იქ ჯარები გაგზავნა. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება, უკრაინისთვის კი სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენა დაიწყეს.

გაეროს მონაცემებით, ომის დაყების შემდეგ, საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინაში 5718 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 8199 კი დაშავდა. მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ბოლო მონაცემებით, ევროპაში 7 156 748 უკრაინელი ლტოლვილია.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევა დაიწყეს. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ხარკოვის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლება  გაათავისუფლეს.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).