შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გამოიყენოს საქართველოში არჩევნებში ჩარევისთვის. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოსთან დაკავშირებით „თანამშრომლობაზე“ შეთანხმდნენ.
„საგარეო დაზვერვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გამოიყენოს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის ახალი ინსტრუმენტი, რათა თავიდან აიცილოს ამჟამინდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვება, რომელიც ვაშინგტონს არ მოსწონს. ამერიკელები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით „თანამშრომლობაზე“ შეთანხმდნენ“, - განაცხადეს პრეს-ბიუროში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის თანახმად, გათვალისწინებულია, რომ OSCE/ODIHR კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს დასკვნით, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
„ნების გამოვლენის პირველი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვაში.
სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, აშშ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს „ძალის გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად“. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე მსგავსი ტიპის განცხადებაა.
აგვისტოს ბოლოს, რუსეთის საგარეო დაზვერვამ აშშ საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მომზადებაში დაადანაშაულა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ „ბრალდებები კატეგორიულად მცდარია“.
არჩევნებში „უცხოურ ჩარევაზე“ საუბრობს საქართველოს ხელისუფლებაც. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე“.
