რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
სუს-ის ინფორმაციით, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუს-ში.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან პატრულირებს, ადგილობრივებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არის გატაცებული. ის ვარაუდობს, რომ მოქალაქე ახალგორის საოკუპაციო ბაზაზეა გადაყვანილი.
საოკუპაციო რეჟიმს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
დღეს, ოკუპირებულ ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფება. მათ შორის არიან ლევან პეტრიაშვილი და არჩილ ბასანიძე, რომლებსაც ცხინვალის ე.წ. სასამართლომ „საზღვრის დარღვევისთვის“ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ლევან პეტრიაშვილი სოფელ ერგნეთის მიმდებარედ 15 მაისს დააკავეს, მისი მეგობრის, არჩილ ბასანიძის უკანონო დაკავება კი 16 მაისს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბასანიძე ოკუპირებულ რეგიონში მეგობრის გამო გადავიდა.
ცხინვალის ციხეში უკანონო, 3.8-წლიან სასჯელს იხდის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებოდნენ. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასაჩივრების შემდეგ, მამუკა ჩხიკვაძეს უკანონო სასჯელის ვადა შეუმცირდა.
