იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვიდან კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი - სალომე სამადაშვილი და თამარ ჩარკვიანი გააძევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობდა, რომ კანონის პირველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ, რა დროსაც ანრი ოხანაშვილმა მას „სიტყვის უფლება ჩამოართვა“. ოხანაშვილის განმარტებით, სალომე სამადაშვილი სვამდა საკითხს, რომელიც არ შეეხებოდა პირველ მუხლს.
„სიმართლე არის მარტივი - საქართველო დაკარგავს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, თუ ამ კანონს მიიღებენ. იმისთვის, რომ ამაზე არ ვისაუბრო მაძევებენ სხდომიდან. პასუხი შეკითხვაზე არ აქვთ. რეალური შედეგი ამ კანონის არის, პირველ რიგში, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და უვიზო მიმოსვლის გაუქმება. არ უნდათ, ეს სიმართლე მოისმინონ, მათ შორის, იმ ხალხმა, ვისაც დღეს პარლამენტთან მოერეკებიან“, - ამბობდა სამადაშვილი. ის სხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა ძალით გაიყვანეს.
რაც შეეხება თამარ ჩარკვიანის გაძევებას, ანრი ოხანაშვილი გააღიზიანა დეპუტატის რეპლიკამ, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის შემოსავლების გამჭვირვალობას ეხებოდა. გარდა ამისა, ჩარკვიანმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს უთხრა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე მყოფი ასი ათასობით ადამიანი მათ მოღალატეს უწოდებს, რაზეც კანონის ავტორის, მამუკა მდინარაძის პასუხი იყო, რომ დღეს ჩარკვიანს მოღალატეს „მილიონი დაუძახებს“.
ამ დროისთვის რუსული კანონის განხილვიდან გაძევებულია ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი - გიორგი ვაშაძე, თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი და თამარ ჩარკვიანი. კომიტეტის თავმჯდომარემ გაფრთხილება მისცა და გაძევებით ემუქრება სხვა ოპოზიციონერებსაც.
