თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალათასიანმა აქციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა „ქართულ ოცნებას“ ერთი საათი მისცეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გასაწვევად, თუმცა ეს ვადა ისე ამოიწურა, რომ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს“, - თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ლევან ცუცქირიძემ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ დაიძრნენ.
საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით მიიღო. კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.
„რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აპირებს რუსულ კანონს, თუ მას საბოლოოდ მიიღებენ, ვეტო დაადოს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარმა,ოლივერ ვარჰეიმ განაცხადეს, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს. მათ საქართველოს მოუწოდეს, თავი შეიკავოს იმ კანონმდებლობის მიღებისგან, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „სინამდვილეში კანონი არის სწორედ რომ ევროპული“ და „ის არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს“ ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევის მიზანთან.
