თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ, „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიხმოს და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტები გაათავისუფლოს. პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მოთხოვნების შესასრულებლად მმართველ პარტიას ერთ საათს აძლევენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
„ზუსტად საათი დაველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, რომ გაიხმეს კანონპროექტი პარლამენტიდან და გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე. აქედან მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, გონს მოეგე და დათანხმდი ხალხის ნებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ეს რუსული კანონი პარლამენტიდან.
თუ ერთ საათში არ მივიღებთ პასუხს, გამოვაცხადებთ კონკრეტულ ნაბიჯს, რაც უნდა გადავდგათ. ხვალ აქ პარლამენტი იკრიბება და ამასთან მიმართებაში ჩვენც კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გაგაცნობთ. ერთი საათი. წამზომი ჩართულია. ველოდებით პასუხს“, - განაცხადა ვაშაძემ.
გუშინ, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს და მათ შესაზღუდად ან დასახურად მრავალ ბერკეტს ითვალისწინებს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ქართული ოცნების“ ოთხმა დეპუტატმა - დავით სერგეენკომ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ქეთევან დუმბაძემ და ირაკლი მეძმარიაშვილმა. მოგვიანებით, დუმბაძემ და მეძმარიაშვილმა განაცხადეს, რომ კანონპროექტს ხმა მისცეს და ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან, რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, ცრემლსადენ გაზს კი რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად უშვებდა. დაშავდა არაერთი ადამიანი. ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო აქცია რამდენჯერმე დაიშალა, ბოლოს კი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად სპეცრაზმმა დაიკავა. პოლიციელები მშვიდობიან დემონსტრანტებს ქუჩებში დასდევდნენ და აკავებდნენ, დაკავების დროს კი ძალადობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, სულ 76 ადამიანი დააკავა. დაკავებები აქციის მეორე დღესაც მიმდინარეობდა.
ამ თემაზე:
ქართული საზოგადოება ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დაუშვებს - კობახიძე
