საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალს“ მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
„თავიდან ჩემი ინიციატივა იყო, ყველა გავერთიანებულიყავით. ნუ, რადგან ეს არ გამოდის, მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ.
რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში ყველა ვარიანტში პირველ ადგილზე გავა. ეჭვი არ მეპარება, იმიტომ, რომ ხალხმა ყველაფერი გადააფასა, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ბევრი ახალი სახით, ახალი იდეებით, ახალი ენერგიით არის“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა „7 ნოემბრის საქმის“ სასამართლო სხდომაზე, სადაც ის კლინიკა „ვივამედიდან“ ჩაერთო.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ და მამუკა ხაზარაძის „ლელოს“ გარეშემო შექმნილი კოალიციის გაერთიანებასაც, რადგან მიაჩნია, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
სასამართლოს სხდომის დაწყებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ გახარიასა და ხაზარაძეს შორის შეთანხმება ვერ შედგა. გახარიას პარტიის განცხადებით, მათ გვერდზე გადადეს პარტიული ინტერესები და ყველაფერი დათმეს, მაგრამ „როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია“. ამის საწინააღმდეგოდ, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მზად იყო კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა.
„ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ: მე პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან, ზომის და წონის მიუხედავად. ვის უფრო მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს, მაგით არ ვუყურებ მე პარტნიორობას. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენს შორის, ყოფილ „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის არის, ამაზე ჩვენ შევთანხმდით. ის სამი ადამიანი, რომელიც შემოვიდა კოალიციაში და ჩვენ ამის გამო სახელიც კი შევცვალეთ და დავარქვით „ძლიერი საქართველო“, ეს აღარ არის „ლელო“, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებული როგორც დამატებითი ამ კოალიციის, უკვე დიდი ჯგუფის ნაწილი. მეტი დეტალი აღარ არის საჭირო, მგონი გასაგებია ყველაფერი“, - აღნიშნა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა რამდენიმე გაერთიანება შექმნეს:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „რესპუბლიკელები“ და ეთნიკურად აზერბაიჯანელი აქტივისტების ჯგუფი „აქტივისტები მომავლისთვის“;
- „ძლიერი საქართველო“ - „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“, მოძრაობა „GEN Z ევროპისთვის“;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები - არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია.
პარტია „საქართველოსთვის“ ამ დრომდე დამოუკიდებლად იბრძვის. 16 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებისკენ მოუწოდა. როგორც პრეზიდენტმა თქვა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელოდება პოზიტიურ მესამე ცენტრს, რომელსაც აქვს უნარი, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი.