საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საელჩოები, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობა ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისში „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლას ეხმიანებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
„დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საელჩო აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები დაიცვას.
„ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო.
დღეს განვითარებულ მოვლენებს დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, შეძრწუნებულია იმით, რომ მიუხედავად მზადებისა და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, - განაცხადა ელჩმა.
„პრაიდის ფესტივალის“ გაუქმებასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამ. როგორც დიმპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. „ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
დღეს, 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ, დახურული ღონისძიება - „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, თუმცა მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად ჩაიშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფესტივალის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან მსვლელობით დაიძრნენ, ფესტივალის ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. საჭირო გახდა ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

„პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლა ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს. მოქალაქეთა ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ და ვატო შაქარიშვილის მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. ფესტივალის წინააღმდეგ მსვლელობას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც მსვლელობის მონაწილეები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, იქაურობა დაარბიეს და ცისარტყელას დროშები დაწვეს.
ფესტივალის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული იყო.
ამ თემაზე:
„გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს“ - შსს „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლაზე
