საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ტელეკომპანია „მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი თანამდებობიდან გადადგა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
„მთავარი არხის“ ცნობით, ნიუ-იორკში მყოფ ირაკლი კობახიძესა და დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ელჩმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კონფლიქტი შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უნდა დასწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.
ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
ამ გადაწყვეტილებების მიზეზი, „ამერიკის ხმის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.
