რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიან მშვიდობიან აქციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. „სპეცნაზი” წყლისა და გაზის ჭავლით მზად არის, გადავიდეს მოქმედებაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს. დაკავებები გრძელდება. საქართველო ხელახლა გასაბჭოებას არ დაუშვებს!“, - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.
პრეზიდენტი ასევე წერს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ სხდომიდან ყველა ოპოზიციონერი პარლამენტარი გააძევა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 12-საათიანი განხილვის შემდეგ, დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემზღუდავ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. როგორც რუსული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მას პლენარულ სხდომაზე განსახილველად მიმდინარე კვირაშივე გაიტანენ.
პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიან აქციაზე, ათასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ იმ კანონის მიღებას, რომელიც „საქართველოს ევროპულ მომავალს დაასამარებს“.
პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციელების „კანონიერ მოთხოვნას“, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ“.
