„ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემზღუდავ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირა. როგორც რუსული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მას პლენარულ სხდომაზე განსახილველად მიმდინარე კვირაში გაიტანენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
უმრავლესობის დეპუტატებმა რუსულ კანონს მხარი 12-საათიანი განხილვის შემდეგ და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ფონზე დაუჭირეს. მათ საკანონმდებლო ორგანო პოლიციისა და სპეცრაზმის დახმარებით დატოვეს.
რუსული კანონის მხარდამჭერები ევროკავშირის კრიტიკის გათვალისწინებას არ აპირებენ.
„თავმოყვარეობის დაკარგვით ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წახვალ. დამოუკიდებლობით, პრინციპულობით, სუვერენტიტეტით და ჭეშმარიტი ქრისტიანული დემოკრატიული ღირებულებების აღიარებით ვივლით წინ. თანაბარ სწორად როგორც კი დაველაპარაკებით ერთმანეთს ჩვენ და ჩვენი მეგობრები, იქ იქნება ხსნა ჩვენი ქვეყნის. თუ დავუხრით თავს და ვაიმე დედაო ვიტყვით, იქ არავინ დაგვაფასებს, ყურადღებას არ მოგვაქცევს და ფაქტორად არ გვაღიარებს. ევროინტეგრაციის პროცესი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე მიდიოდა, ოღონდ, თან ამაყები ვიქნებით“, - განაცხადა მდინარაძემ კომიტეტის სხდომაზე.
კანონპროექტის განხილვაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომიდან გააძევა ოპოზიციის ნაწილი, ნაწილს კი სიტყვით გამოსვლაში უშლიდა ხელს.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, მარტში, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.