საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „საქართველოს ამბების“ კონსტიტუციური სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მედიაორგანიზაცია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის იმ ნორმებს ასაჩივრებს, რომლებიც ინტერნეტმედიას სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღებას უკრძალავს და ამით ტელევიზიებთან მიმართებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელია უფლებამოსილი შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია გადაღებული მასალა სხვა საინფორმაციო საშუალებებსაც გადასცეს მათი მოთხოვნის შემთხვევაში. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს გადაღების უფლებამოსილებით, მაშინ კანონი სასამართლო პროცესის გადაღების უფლებას სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს ანუ სხვა ტელევიზიას ანიჭებს. თუ პროცესის გადაღებას რამდენიმე ტელევიზია ითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილ პირს წილისყრით შეარჩევს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, კერძო ტელეკომპანიებსაც ეკისრებათ ვალდებულება გადაღებული მასალა სხვა მედიებსაც გადასცენ.
კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს, რომ „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“
„საქართველოს ამბები“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონით ინტერნეტმედიისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ აკრძალვებს კონსტიტუციის სწორედ ამ მუხლებთან მიმართებით ხდის სადავოდ.
„წლების განმავლობაში, სხვადასხვა სასამართლოში ჩვენ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებაზე სწორედ იმ მიზეზით გვეუბნებიან უარს, რომ საერთო საეთერო მაუწყებელი (ტელევიზია ან რადიო) არ ვართ. სადავო ნორმები ინტერნეტმედიას მაშინაც კი გვიკრძალავს პროცესის ფოტო და ვიდეოგადაღებას, როცა სხდომას არც საზოგადოებრივი მაუწყებელი და არც სხვა ტელევიზია ესწრება. ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო საეთერო მაუწყებელი პროცესის გადაღებას წყვეტს სხდომის დასრულებამდე. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, მოვთხოვით ტელევიზიებს, რომ პროცესი სრულად გადაიღონ. ხშირად, როდესაც სხვადასხვა თემაზე სიღრმისეულად ვმუშაობთ ან ჟურნალისტურ გამოძიებას ვამზადებთ, სრული ჩანაწერი გვჭირდება“, - აღნიშნავს „საქართველოს ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი.
მედიაორგანიზაციის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი, გიორგი გოცირიძე იცავს.