ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლა რაიმე გაერთიანებიდან გასვლის დრო არ არის, როგორც ეს თავის დროზე უკრაინამ და საქართველომ გააკეთეს, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„მსოფლიოში არსებული ვითარება ეჭვს არ ტოვებს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. საქართველოს მაგალითი - თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მათ მობეზრდათ დასავლეთის დაპირებები და ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნებას სურთ, რადგან არავინ შეგიშვებთ თავიანთ ბაზრებზე არც რძით, არც ხორცით და არც ღვინით. ბაზრები დიდი ხანია გაყოფილია და მათთვის სასტიკი ბრძოლა მიდის. ეს არის მეორე მიზეზი, რატომაც ერთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ჩვენი ათვისებული ბაზარი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, თუ დასავლეთში ქვეყნებს რაიმეს სთავაზობენ, ამას მხოლოდ რესურსების ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკის გატარების სანაცვლოდ აკეთებენ.
ლუკაშენკოსთან შეხვედრას რუსეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
ამ თემაზე:
საქართველო რუსეთისთვის ღვინის მიმწოდებელი პირველი ქვეყანა გახდა
