გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტებისადმი მიძღვნილ საღამოზე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფოს „ერთი წამითაც“ არ გადაუხვევია ევროინტეგრაციის გზიდან და დამსწრეებს მიმართა, აპლოდისმენტებით გამოეხატათ, თუ ისინიც ასე ფიქრობენ. დოჭვირს ტაში არავინ დაუკრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
„მინდა, ცალხახად, ხაზგასმით, ბატონ ელჩს [გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი - რედ.] გადავცე ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფოს ერთი დღითაც ერთი წამითაც არ გადაუხვევია ევროინტეგრაციის გზაზე მიმავალს“, - დოჭვირის ამ განცხადებას დარბაზიდან მოჰყვა შეძახილები „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს“, „არ დაგეთანხმებით“, „როგორ გეკადრებათ“, რის შემდეგაც სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა განაგრძო:
„თქვენ თქვენი აზრი გაქვთ. მაშინ გთხოვთ: აქ ხართ ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს მომავალს წარმოადგენთ. თუ თქვენ იზიარებთ იმ აზრს, რასაც მე გეუბნებით, რომ სახელმწიფო ნამდვილად სწორ კურსზე დგას და მას არასდროს, ერთი წამითაც არ გადაუხვევია ამ გზიდან, ტაში, აპლოდისმენტები დაუკარით და ამით მხარი დამიჭირეთ. მხოლოდ აპლოდისმენტებით დამიჭირეთ მხარი, თუ ასე ფიქრობთ“.
მას შემდეგ რაც ტაში არავინ დაუკრა, თეიმურაზ დოჭვირმა უშუალოდ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს მიმართა: „ძალიან გთხოვთ, როცა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ, ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს პოლიტიკური ბირთვი, ვისთანაც შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაციები, შეხვიდეთ დებატებში და თქვენი აზრი დააფიქსიროთ. მე ცალსახად ვთვლი, რომ საქართველოს სახელმწიფოს ერთი წამითაც არ გადაუხვევია ევროინტეგრაციის გზიდან. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, თქვენამდე არ მოდის სწორი ინფორმაცია და ძალიან გთხოვთ ან თარჯიმანი გამოცვალოთ, ან კონსულტანტი“.
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი მიიჩნევს, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია. როგორც მან განაცხადა, ამ კანონით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, არც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნება.
