პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველო მაღალ დონეზე, საგარეო საქმეთა მინისტრის სახით წარდგება, ხოლო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე „კერძო პირი“ იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„ის მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს. ეს არის კერძო პირის ყოფნა იქ და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც როგორც უნდა, ისე მოიქცევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი რადიკალიზაციასა და ქვეყნის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მიუნხენში მთავრობის ნებართვის გარეშე გამგზავრება ამის ერთ-ერთი მაგალითია.
„ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეირყეს. ის ძალიან ბეჯითად მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მფარველების მიერ დასახულ ხაზს“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის შესახებ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ფორუმია, 16-18 თებერვალს გაიმართება. ღონისძიების დაწყებამდე კონფერენციის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „პრორუს ოლიგარქად“ არის მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ ის არის პასუხისმგებელი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე.
კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება. გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას აპირებს სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც, მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, იქ ოფიციალურად მიიწვიეს.
2023 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოდან დელეგაცია დაესწრო, რომელსაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე.
