რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ადგილობრივი ხელისუფგლების წარმომადგენლებმა „საქართველოს ამბებს“ უთხრეს, რომ არ იციან, დაკავებულთა ვინაობა და მათი დაკავების გარემოებები. მომხდარის შესახებ განცხადება არ გაუვრეცელებია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასაც.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო პარტნიორებს.
საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავების ფაქტი ერთი კვირის წინაც დაფიქსირდა. 14 აპრილს, ოკუპირებული სოფლების - ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე - 19 წლის ოთარ ტერაშვილი, 16 წლის თამაზ ეცადაშვილი და 20 წლის ვალერი გიუნაშვილი დააკავეს. 19 აპრილს ცხინვალის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში, ჯარიმის გადახდა დააკისრა და დე ფაქტო რესპუბლიკიდან გააძევა.
ამჟამად, ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს შვიდი მოქალაქეა.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
