თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროევროპული აქციების მონაწილე, 26 წლის ანრი კვარაცხელია დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 3 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 4 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 5 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 6 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
„დიდი მადლობა ჩემს საქმეებზე რომ დადიხართ.
რა წლებიც არ უნდა მომისაჯოთ, მაგას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე დღეს ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი. ჩემი საქმე შეკერილია - ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო.
მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ. ერთ რამეს გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ როცა ჩამოვა, რადგან ემიგრანტი მყავს. ძალიან მიყვარხართ, ერთი დიდი ოჯახი ვართ ყველა“, - თქვა კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე.
ანრი კვარაცხელია 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, სასჯელის სახით კი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახელმწიფო ბრალდება ანრი კვარაცხელიას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა. ანრი კვარაცხელია დანაშაულს არ აღიარებს.
პროკურატურას საქმეში მთავარ მტკიცებულებად ვიდეოჩანაწერი ჰქონდა წარდგენილი, სადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტის მტკიცებით, ჩანს, რომ სპეცრაზმელს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ანრი კვარაცხელია ესვრის. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის ფარგლებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერში პირის იდენტიფიცირებისთვის უვარგისია. ანრი კვარაცხელიას ხელს ვერ ადებდნენ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები.
ანრი კვარაცხელიას მსგავსად, 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 21 წლის მათე დევიძეს და 19 წლის საბა ჯიქიას, ხოლო 21 წლის გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ყველა მათგანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლეს.
