რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის გოგოს, აითაჯ შ-ს დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
ამ თემაზე - რატომ მალავდა სკოლის დირექტორი 14 წლის გოგოს მოტაცებას - ისმაილოვი ბრალდებებს უარყოფს
პროკურორის განცხადებით, 14 წლის გოგონას ე.წ. ნიშნობის, ანუ დანაშაულის ორგანიზატორი სწორედ დედა იყო.
„თავდაპირველად, როგორც ბიძის, ასევე, დედის მიმართ ჩვენ მოვითხოვეთ დაკავების ღონისძიებაზე შესაბამისი განჩინების გაცემა, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ ასეთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარემ პოზიცია არ შეიცვალა და პროცესზე კვლავ დავასაბუთეთ, რატომ უნდა იყოს დედა პატიმრობაში.
დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი. მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ დედა არის ის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის უკვე შემდგომ გოგონას გარდაცვალებაში.
დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შესაბამისად შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანის მიერ მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ, როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ, მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა“, - განახადა პროკურორმა.
პროკურატურა ორივე ბრალდებულს ქორწინების იძულებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებისთვის სისხლის სამართლის კოდექსი ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა კი ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
14 წლის აითაჯ შ-ა საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 26 წლის მამაკაცმა, რომელმაც ის ცოლად შერთვის მიზნით ზაფხულში მოიტაცა, 6 ოქტომბერს, ცეცლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, არასრულწლოვანს გამტაცებელთან ცხოვრება არ სურდა, მანამდე მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედას დაუკავშირდა და მისი გატაცების შესახებ შეატყობინა, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული ბავშვის ბიძისთვის, თუმცა მათ გოგოს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
ბრალის წაყენებამდე მოკლული გოგოს დედა ამბობდა, რომ გამტაცებელი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ შვილის გატაცების შესახებ პოლიციას შეატყობინებდა.
ბავშვის გატაცების შესახებ იცოდნენ გამტაცებლის ოჯახის წევრებმაც, მეზობლებმაც. სამი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო, გოგო არ გამოცხადებულა დმანისის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლაში, თუმცა ამის შესახებ არც სკოლის დირექტორმა და კლასის ხელმძღვანელმა არ აცნობეს პოლიციას ან სოციალურ სამსახურს. სკოლის დირექტორმა გოგოს მკვლელობის შემდეგ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ აითაჯ შ-ა წინა დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა.
პატიმრობა შეუფარდეს გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცსაც. ის ოთხი დღის განმავლობაში მიმალვაში იყო. ბრალდებული განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღის მოხმარება არ იცოდა და მხოლოდ გოგოს შეშინება უნდოდა.
„მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო“, - თქვა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო გაუპატიურების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.