თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რუსეთის მოქალაქეები, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული დამნაშავეებად ცნო. მათ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
ზინოვკინას და გრიბულს, რომლებიც 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს, პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის ფლობას ედავებოდა. წყვილი დანაშაულს არ აღიარებს. მათი განცხადებით, ნარკოტიკი „ჩუდეს“ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.
„საინტერესო იქნება მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილების წაკითხვა. სავარაუდოდ, თარჯიმნებმა შეასრულეს გადამწყვეტი როლი - თარჯიმნები, რომლებიც პოლიციელებთან იყვნენ დაახლოებული, მიიჩნიეს ნეიტრალურ მოწმეებად“, - განაცხადა არტემ გრიბულის ადვოკატმა, დარია სამუდოროვამ.
მოსამართლე გალუსტაშვილის განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული ნოემბერ-დეკემბერში, პროევროპული აქციების მიმდინარეობისას დაკავებულთა შორის არიან. მაშინ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით აქციების 6 მონაწილე დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სასამართლომ გიორგი ახობაძე, ნიკა კაცია და თედო აბრამოვი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ხოლო ანტონ ჩეჩინი, არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა დამნაშავეებად ცნო. რუსეთის მოქალაქეების საქმეებში მოწმეებად თარჯიმნები ფიგურირებდნენ.
