გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატაში 25 თებერვალს გამართული დებატების დროს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზეც ისაუბრეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 4 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 5 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 6 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
დეპუტატმა პერან მუნმა, მმართველი „ლეიბორისტული პარტიიდან“, ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, სტივენ დაუთს ჰკითხა, რა ნაბიჯებს დგამს ის საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებების მხარდასაჭერად.
დაუთის თქმით, ღრმად შეშფოთებულია „საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევით, რაც სრულიად მიუღებელია“.
„ამის საპასუხოდ, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა, შევზღუდეთ თავდაცვის თანამშრომლობა და ჩართულობა „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ დავაწესეთ სავიზო აკრძალვებიდა სანქციები ძალადობაზე პასუხისმგებელ ზოგიერთ პირზე და ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოში თავისუფალი და ღია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
დეპუტატმა მუნმა ბიძინა ივანიშვილი მოიხსენია პუტინის მიერ მხარდაჭერილ ოლიგარქად და საქართველოს დე ფაქტო მმართველად, რომელიც „აგრძელებს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას იმავე ხერხებით, რაც რუსეთში გამოიყენება“. კერძოდ, ძალადობითა და დაშინებით.
„შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ივანიშვილს, მაგრამ მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში ან ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიებზეა ბაზირებული. აიღებს თუ არა მინისტრი ვალდებულებას, გაერთიანებული სამეფო შეუერთდეს ჩვენს მოკავშირეებს და გაყინოს ასეთი საზიზღარი ტირანის აქტივები?“, - იკითხა დეპუტატმა.
სტივენ დაუთმა უპასუხა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით, სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, მინისტრის მოადგილეს დაპოლიციის სამ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებზე დამშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში განვითარებადი სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს პოტენციურ სანქციებზე, რადგან ეს შეამცირებს მათ გავლენას“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ლიბერალ-დემოკრატი ჯეიმს მაკკლირი დაინტერესდა, შეხვდება თუ არა სტივენ დაუთი სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ევროპარლამენტმა ახლახანს აღიარა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, გაერთიანებულ სამეფოში მისი ვიზიტის დროს.
მინისტრმა განაცხადა, რომ თანამშრომლობენ ყველასთან, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, რაც ქვეყნის „კონსტიტუციით არის განსაზღვრული და არის მისი ხალხის სურვილი“.
„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხზე“, - განაცხადა დაუთმა.
წლის დასაწყისში დეპუტატმა ჯეიმს მაკლირმა თემთა პალატაში წარადგინა წინადადება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ეს ინიციატივა „დიფ სთეითის“ კონსპირაციასთან დააკავშირა და განაცხადა, რომ ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის „ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს“.
