ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ თბილისში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის - ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სახლების ჩხრეკა იწვევს შეშფოთებას „საქართველოს უნარზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებზე The Hill-მა დაწერა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეთო ბუზიაშვილის სახლის ჩხრეკამდე ერთი დღით ადრე, 23 ოქტომბერს ატლანტიკურმა საბჭომა გამოაქვეყნა მკვლევარის სტატია სათაურით „რუსეთი პირდაპირ და ირიბად ერევა საქართველოს მოახლოებულ არჩევნებში“
„ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მათი ხმა იქნეს გაგონილი და პატივცემული - ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის მთავარი პრინციპია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამ კონკრეტულ ცნობებს გაეცნობა და სერიოზულად მიიღებს მათ“, - უთხრა ჯინ შაჰინმა The Hill-ს.
ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლები ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ. ვაშინგტონში ბაზირებული ორგანიზაციის განცხადებით, ისინი „დამოუკიდებელ, უპარტიო საქმიანობას ეწევიან, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებას და დაცვას მათგან, ვინც ძირს უთხრის მას ონლაინ სივრცეებში“.
ატლანტიკურმა საბჭომ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა „საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოვლენების ამ განვითარებით“ და მისი გავლენით მათი თანამშრომლების მუშაობაზე.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს მისცემს თავის ქმედებებს, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას, დააბრუნებს მათ ქონებას და საშუალებას მისცემს მათ, გააგრძელონ ქართულ დემოკრატიაში წვლილის შეტანა. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს“, - აღნიშნეს ორგანიზაციაში.
24 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ქუთაისში, ერთმანეთის პარალელურად, რამდენიმე ჩხრეკა ჩაატარა. უწყების მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გამომძიებლებმა „ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად“, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
ამ თემაზე:
მხოლოდ იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს - პრეზიდენტი არჩევნებამდე ჩატარებულ ჩხრეკებზე
