შოვში დაღუპული იპოვეს 18 წლის სამირა ისაევა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18 წლის რუსთაველი სამირა ისაევა ერთ-ერთია შოვში დაღუპულთა შორის. მისი ძმის, ისკანდერ ისაევის ინფორმაციით, ქუთაისის პროზექტურაში ცხედრი დღეს ამოიცნეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. ასევე, ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს, ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს. სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან არის დასახიჩრებული და ამოცნობა ჭირს. აქ, პროზექტურაში ძალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ, რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ“, - უთხრა „ინფო რუსთავს“ გარდაცვლილის ძმამ.

სამირა ისაევა შოვში სამ მეზობელთან - 60 წლის მარინა ხორბალაძესთამ, 40 წლის მანანა ჯაჭვაძესთან და 4 წლის გიორგი ხორბალაძესთან ერთად ისვენებდა. ძმის ინფორმაციით, ისინი რუსთავიდან 25 ივლისს გავიდნენ. „ბოლოს 2 აგვისტოს ველაპარაკეთ და „მამისონის“ კოტეჯში რჩებოდნენ. მას შემდეგ ვერ ვუკავშირდებით“, - ამბობდა ისკანდერ ისაევი.

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნებიც.

დღეს, 6 აგვისტოს, სტიქიის ზონაში მე-18 ცხედარი იპოვეს და ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მესამე დღეა დაღუპულთა იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. დადგენილია 12 დაღუპულის ვინაობა. მათ შორის არიან: სამირა ისაევა, ნინო კენჭაძე, გიორგი გოგინაშვილი, დავით ბერიაშვილი და უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა, რომელიც სტიქიის დროს მეუღლესთან, ზაზა მესხთან და სამ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სტიქიას რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევაც ემსხვერპლა. ის მეგობარმა გუშინ ამოიცნო.

სამაშველო-საძიებო სამუშაოები გრძელდება. დაკარგულად მიიჩნევა 18 ადამიანი, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.

შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიამდე ორი დღით ადრე, ბუბას მთაზე მეწყერი ჩამოვიდა, რის შედეგადაც მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა, 3 აგვისტოს კი, წყალმა გამოხეთქა და ღვარცოფი გამოიწვია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.