საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც გლობალური თაღლითური ქსელის საქმიანობას და მასთან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის კავშირებს ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
ღარიბაშვილის თქმით, ქართულ მხარეს „ძალიან ინტენსიური“ თანამშრომლობა ჰქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში.
„სიმართლე გარკვეულია. გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, არის კატასტროფული და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე, მოგეხსენებათ, ჯარი გაძარცვა ჯერ, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ატერორებდა, ახლა უკვე, მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონერები. მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს მიმართა, რომ როდესაც ისინი ქართული „რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის“ წარმომადგენლებს ხვდებიან, ხვდებიან „მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს“.
„ეს, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა. გახსოვთ, რომ შარშან, პირიქით, აბრალებდნენ, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ამ საქმეში და ახლა „ბიბისიმ“, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, საბოლოოდ გამოავლინა, და ამის თაობაზე უკვე მთელ საზოგადოებას ეცნობა.
ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველდღე უნდა მოიხადონ ბოდიში, ახლა უკვე როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ისე ევროპული საზოგადოების წინაშე და უნდა მისცენ ახსნა-განმარტებები, თუ რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით, ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით“, - თქვა ღარიბაშვილმა.
მან საქართველოს საგამოძიებო სამსახურებს მადლობა გადაუხადა „ძალიან ინტენსიური მუშაობისთვის“ და გამოთქვა იმედი, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ამ თაღლითურ სქემაში იყო ჩართული, პასუხისგებაში იქნება მიცემული.
ბიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია Milton Group-თან, რომელმაც რიგითი ადამიანები, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეები, მილიარდ დოლარზე მეტით გაძარცვა. თავად კეზერაშვილი ამბობს, რომ მის მიმართ ბრალდებები ცილისმწამებლურია და საგამოძიებო მასალაში არაერთი ფაქტი განზრახ არის დამახინჯებული. დღეს, 18 აპრილს, მან განაცხადა, რომ „ფორმულას“ საკონტროლ პაკეტზე უარს ამბობს და საკუთარი წილის, 51%-ის ნახევარს, ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს. კეზერაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მაღლა ასწევს „ფორმულას“ სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას. დავით კეზერაშვილი აპირებს სასამართლოს წესით დაამტკიცოს BBC-ის მასალაში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. ამასთან, ის ამბობს, რომ მზად არის, ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია „იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში“.