სომხეთის სააპელაციო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვა საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი, რომელიც, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის, რუსეთის მიერ იძებნებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
ოჯახის წესრების ინფორმაციით, სააპელაციო საქმის განხილვა პატიმრის გარეშე, გუშინ, 25 სექტემბერს ჩატარდა.
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ გიორგი გათავისუფლებულიყო უკანონო პატიმრობიდან, რომელშიც უკვე 23-ე დღეა იმყოფება. ამ ეტაპზე ერთადერთი გზა ლოდინია - ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაჩქარებულ გადაწყვეტილებას გიორგის გათავისუფლების შესახებ.
ამავდროულად, საქმის გასაჩივრებას ვგეგმავთ საკასაციო სასამართლოშიც, რათა დავამტკიცოთ, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გიორგის დაკავება უკანონოა“, - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
29 წლის გიორგი კინოიანი, რომელიც უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა, 3 სექტემბერს, საქართველოდან სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. მისი დაკავება რუსეთის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე მოხდა.
გასულ წელს, ოქტომბერში, გიორგი კინოიანს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, კინოიანი 2022 წლის მარტიდან აპრილამდე პერიოდში ნებაყოფლობით ჩავიდა უკრაინაში და კიევში შეუერთდა „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“, გაიარა სამხედრო წვრთნები, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობდა
რუსეთს „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი, ხოლო მის მეთაურ მამუკა მამულაშვილზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. მამულაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, კინოიანს სამაგალითოდ დასჯიან.
ამ თემაზე:
ევროკომისიის პრეზიდენტს მოუწოდებენ, გიორგი კინოიანის რუსეთისთვის გადაცემა არ დაუშვას
