სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელს, აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ. ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც ყოველ შაბათს, უნივერსიტეტთან ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და რუსულ კანონს აპროტესტებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
თვითმხილველების თქმით, მანაგაძეს ფიზიკურად სამი-ოთხი ადამიანი გაუსწორდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
„თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან გამოვედი და გზაზე გადმოვდიოდი, ავტობუსის გაჩერებისკენ და უკნიდან ვიგრძენი რომ ჩამარტყეს. მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა, ავიღე და თავდაცვას ვცდილობდი. მერე მეორე მოვიდა, მესამე, უკვე ალყაში ვიყავი. არ მახსოვს რამდენნი იყვნენ. მინიმუმ სამი იყო რაც დავინახე“, - ამბობს მანაგაძე.
სოციალურ ქსელში სავარაუდო თავდამსხმელების ვიდეოც გავრცელდა.
ნიკო მანაგაძე აქტიურად მონაწილეობს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში და ყოველ შაბათს, დილით, სხვა სტუდენტებთან ერთად, თსუ-ს მეორე კორპუსთან ხვდება ლექციის ჩასატარებლად მისულ პრემიერ-მინისტრს. გასულ შაბათს აქციის მონაწილეებს ირაკლი კობახიძის თანმხლები პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნიკო მანაგაძეს აქცია „დახვდი კობახიძეს“ ხვალ, 8 ივნისს, დილის 9 საათზეც აქვს დაანონსებული.
