რუსთავის საქალაქო სასამართლომ ტაქსის მძღოლის, 54 წლის შოთა ლორიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ძმებს, ნ.ა-ს და ა.ა.-ს, აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
მოსამართლე ქრისტინე კოპალიანმა წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა მესამე ბრალდებულს, რ.პ.-ს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. მისმა ადვოკატმა, შოთა გელაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ისიც მოკლული იყოს.
„ნამდვილად არავინ არ იცის, სად იმყოფება. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ამ ორ პიროვნებასთან ერთად იყო, მაგრამ დაცვის მხარისთვის არ გადმოუცია არცერთი მტკიცებულება. მე მაქვს ვერსია, რომელზეც გამოძიება უნდა მუშაობდეს. სავარაუდოა და არ გამოვრიცხავთ, რომ როგორც ის დაზარალებული მოიცილეს, ასევე მოიცილეს რ.პ.“, - განაცხადა გელაშვილმა.
მკვლელობა 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის ტერიტორიაზე მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, 22 წლის ნ.ა.-მ, 17 წლის ა.ა-მ და მათმა თანმხლებმა რ.პ.-მ თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებისას, აღნიშნული ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლის მოკვლა განიზრახეს. მათ შოთა ლორიას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. ტროსით მოახრჩვეს, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მდინარესთან, ორმოში დამარხეს. ისინი ავტომობილით სოფელ კირიხლოში, სახლში დაბრუნდნენ და საკუთარ ავტოსახელოსნოში, კვალის დაფარვის მიზნით, ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.
სამართალდამცველებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტაქსის მძღოლის ოჯახის წევრებმა პოლიციას მისი გაუჩინარების თაობაზე მიმართეს. ძმები 22 მაისს, კირიხლოში დააკავეს.
სამივე ეჭვმიტანილს ბრალად ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
