დეპუტატი და პოლიტიკური მოძრაობის „რეგიონები საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ტარიელ ნაკაიძე, საპარლამენტო არჩევნების წინ, დავით ქაცარავას მიერ შექმნილ პარტიას „ჩვენ“ შეუერთდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
როგორც დავით ქაცარავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ტარიელ ნაკაიძე საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილებით. „ამ ერთობით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საერთო ბრძოლაში შევდივართ“, - აღნიშნა ქაცარავამ.
განცხადება გააკეთა ტარიელ ნაკაიძემაც. მისი თქმით, „ჩვენ“ საქართველოს პარლამენტში წარმოადგენს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც იჩაგრება და რომლის ხმაც არ ისმის საკანონმდებლო ორგანოში.
„ამ პოლიტიკურ გაერთაინებასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ სინერგიას შევქმნით. მოვუწოდებ ყველას, ჩვენს ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ ამ გაერთიანებას, გააფერადონ ნომერი 23“, - განაცხადა ნაკაიძემ.
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ აგვისტოში დააფუძნა. პარტიის წევრებს შორის არიან ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, კონფლიქტოლოგი აკია ბარბაქაძე და მსახიობი კახა გოგიძე.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს, 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ოთხი წლის ვადით აირჩევენ.
