პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია თელავის პოლიციის განყოფილებასთან დააკავეს. ხოშტარია ყვარელში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 ესტონეთში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალა - სია
უცნობია, რა მუხლით არის დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქართველოს ამბებს“ განუცხადეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ.
„ორ საათზე მეტი ველოდი თელავის განყოფილებაში გადაყვანილ დაკავებულებთან შესვლას. მიუხედავად იმისა, რომ წარვადგინე ადვოკატის მოწმობა, არ მიშვებდნენ, შემდეგ კი სამხარეოს უფროსის მოადგილემ საერთოდ გამოგვყარა შენობიდან და ყვირილით ჩაგვიკეტა კარი. ელენე ხოშტარიას მხოლოდ ერთი მოთხოვნა ჰქონდა, რომ ადვოკატი შეეშვათ, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ისიც დააკავეს, პოლციის განყოფილება ისევ დაკეტილია და ამ დრომდე არ მომცემია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრის საშუალება“, - ამბობს ადვოკატი, რომელიც ხოშტარიასთან შეხვედრას კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან ელოდება.
უფლებადამცველს არ აქვს ინფორმაცია, რამდენია ყვარელში დაკავებულთაგან თელავში გადაყვანილი: „ესეც კანონის დარღვევაა, რომ მათი ადგილსამყოფელი არ ვიცით და კახეთის რეგიონის იზოლატორებში ვეძებთ“.
ყვარელში, სასტუმრო-კომპლექს „ყვარლის ტბის“ შესასვლელთან გამართულ აქციაზე, იქ მობილიზებულმა პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით სულ მცირე 16 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმის ქორწილის გამართვას. როგორც აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, დაკავებულთა შორის არიან ნიკა ნარსია, ლაშა ხუსკივაძე, დიმიტრი ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე და შუშანა მაცაბერიძე. მათ, სავარაუდოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
„ყვარლის ტბასთან“ პოლიცია მას შემდეგ გამოძახეს, რაც გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასტუმრო-კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გასაუბრება მოახერხა. მას პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. შელაპარაკების დროს პოლიციის მაღალჩინოსანმა გიორგი კლიმიაშვილმა მელიას პოლიტიკური გვამი უწოდა. წუხელ დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც მელიას ახლდა თან.
