ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად, 4 წლის ვადით, ჯაბა სამუშია აირჩია. სამუშია რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დღეს გამართულ ფარულ კენჭისყრაში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან 32-მა მიიღო მონაწილეობა. 30-მა წევრმა მხარი ჯაბა სამუშიას დაუჭირა, 2 ბიულეტენი კი ბათილად ჩაითვალა.
„ყველა უნივერსიტეტელთან ერთად, ვეცდები, ვიზრუნო უნივერსიტეტის მომავლისთვის, რომ უნივერსიტეტში იყოს სწავლა, მეცნიერული განვითარება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში სანიმუშო, არამედ მთელ მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი“, - განაცხადა სამუშიამ ჟურნალისტებთან.
ახალარჩეულმა რექტორმა ასევე უპასუხა თსუ-ს სტუდენტების ნაწილის კრიტიკას, რომ რექტორის არჩევის პროცესი პოლიტიზებული იყო და სხვა კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.
„აკადემიურმა საბჭომ რექტორის არჩევნების გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო. დღეს 27 დეკემბერია, თითქმის თვენახევრის მანძილზე ყველას ჰქონდა უფლება განაცხადი შემოეტანა. მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ არ შემოიტანეს“, - თქვა სამუშიამ.
სტუდენტები, რომლებიც „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანდნენ, რექტორის არჩევის არსებულ წესს აპროტესტებენ. მათი თქმით, „რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო ელიტა და არა აკადემიური სივრცე“. ჯაბა სამუშიამ განმარტა, რომ რექტორის არჩევის წესის ცვლილების საკითხი გუშინ, პროტესტის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრის დროს განიხილა: „მე, როგორც ამ უნივერსიტეტის ახალარჩეული რექტორი, ბუნებრივია, დავემორჩიელები იმ გადაწყვეტილებას, რაც კანონში ჩაიწერება. ეს პროცესი დისკუსიისთვის ღიაა. გუშინ სტუდენტებს ვუთხარი, რომ მოხარული ვიქნები, თუ ისინი, თანატოლებთან ერთად, აქტიურად დაიწყებენ დისკუსიას უნივერსიტეტის მომავალზე - არა მხოლოდ რექტორის არჩევის წესზე, არამედ სხვა საკითხებზე, უნივერსიტეტში სხვა პრობლემებიც არის“.
ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-ე რექტორი გახდა. მისმა წინამორბედმა, გიორგი შარვაშიძემ თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე, 2022 წლის 7 ოქტომბერს დატოვა. 20 ოქტობერს, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამუშია აირჩიეს. მას ამ თანამდებობაზე არჩევას წინასწარ ულოცავდნენ, ვიდრე განაცხადს წარადგენდა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ჯაბა სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2010 წელს საკრებულოს წევრი ის გიორგი თარგამაძის „ქრისტიან დემოკრატების“ პარტიული სიით გახდა. 2013 წელს სამუშიამ „ქრისტიან დემოკრატების“ ფრაქცია დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. 2014 წელს სამუშია საკრებულოს წევრად მეორე ვადით, „ქართული ოცნებიდან“ აირჩიეს და 2017 წლამდე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას თავმჯდომარეობდა. 2018 წლიდან იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, 2020 წლის აგვისტოდან ამავე ფონდის გენერალური დირექტორი.