თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვით, ჯაბა სამუშია აირჩიეს. სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს გამართულ არჩევნებში მონაწილეობა თსუ-ს აკადემიურმა საბჭოს 30-მა წევრმა მიიღო. სამუშიას ხმა 28 წევრმა მისცა, 2 ბიულეტენი გაბათილდა.  

არჩევნების პარალელურად სტუდენტები აქციას მართავდნენ. ისინი რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას და საბინაო სუბსიდიას ითხოვენ. სტუდენტური მოძრაობის განცხადებით, სამუშია წინასწარ შერჩეული კანდიდატი იყო და არჩევნებით ის მხოლოდ გაფორმდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გიორგი შარვაშიძე 7 ოქტომბერს გადადგა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყო. მანამდე,

9 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში ჯაბა სამუშიას ულოცავდნენ, რომ ის თსუ-ს რექტორი გახდა. მოგვიანებით, რამდენიმე მათგანმა, მათ შორის საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა მილოცვის პოსტი წაშალა.

„მეგობრებო, მთელი დღე გზაში ვარ და მხოლოდ ეხლა ვნახე ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა ჩემი რექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ეს არის რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. გასაგებია რასაც ისახავენ მიზნად, მაგრამ, ამჯერად, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ვწუხვარ, რომ ბევრმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო. თსუ-ს წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და არავინ არავის არ ნიშნავს. ამასთანავე, დღეისათვის უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი და ახლის არჩევა, მხოლოდ რამდენიმე კვირაში იგეგმება. ყველამ პატივი უნდა ვცეთ თსუ-ს ტრადიციას“, - დაწერა 9 ოქტომბერს, ფეისბუკში ჯაბა სამუშიამ.

ჯაბა სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2010 წელს საკრებულოს წევრი ის გიორგი თარგამაძის „ქრისტიან დემოკრატების“ პარტიული სიით გახდა. 2013 წელს სამუშიამ „ქრისტიან დემოკრატების“ ფრაქცია დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. 2014 წელს სამუშია საკრებულოს წევრად მეორე ვადით, „ქართული ოცნებიდან“ აირჩიეს და 2017 წლამდე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას თავმჯდომარეობდა. 2018 წლიდან იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, 2020 წლის აგვისტოდან ამავე ფონდის გენერალური დირექტორი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.