„სახელმწიფო ტუბერკულოზის გადამდები ფორმით მძიმედ დაავადებულ პაციენტს ქუჩაში ტოვებს“, - ამის შესახებ „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტი ირა სილანტევა სოციალურ ქსელში წერს და შველას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
29 წლის პაციენტი რუსეთის მოქალაქეა, 10 წელია საქართველოში ცხოვრობს და არ აქვს ბინადრობის უფლება. ის აქტივისტს 9 დღის წინ დაუკავშირდა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო დახმარება სთხოვა.
ავადმყოფი ინფექციური პათოლოგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ფილტვების მძიმე დაზიანების გამო, შეამოწმეს ტუბერკულოზზე და მას ღია ფორმის ტუბერკულოზი დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარშემომყოფთათვის გადამდებია. მსგავსი მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტს სპეციალური ბოქსირებული საწოლი ოთახი ესაჭიროება, ეს კი მხოლოდ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს აქვს.
სილანტევას თქმით, ტუბცენტრის ექიმმა პაციენტი დიაგნოზის დასმიდან 8 დღის შემდეგ შეამოწმა და მის გადაყვანაზე უარი განაცხადა. კანონმდებლობით ტუბცენტრი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბენეფიციარებს იღებს, მაგრამ თუ პაციენტი გადამდებია, ექიმის შეფასების საფუძველზე, ცენტრს შეუძლია მისი გადაყვანა და შესაბამისი მკურნალობის აღმოჩენა.
„ვესაუბრეთ ტუბცენტრის მთავარ ექიმს ნანა ქირიას, იმდენი მიზეზი გვითხრა რატომ ვერ იღებენ, გაუჭირდა პრიოტიტების გამოყოფა. გვეუბნებიან, რომ ამა წლის იანვარში მთავრობამ მიიღო 529 ნომერი დადგენილება, რის შედეგადაც ტუბცენტრი აღარ არის ვალდებული არამოქალაქე და არარეზისტენტ ადამიანს უმკურნალოს, იმ შემთხვევაშიც კი თუკი იგი გადამდებია. ეს რამდენჯერმე გავამეორებინე, რომ არ შემშლოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა იურისტმა ნანა ქირიას თანდასწრებით დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, სადაც განგვიმარტეს რომ ვერ პოულობენ ამა წლის 529 ნომერ მთავრობის დადგენილებას და რეალურად ტუბცენტრი ვალდებულია, რომ მიიღოს ადამიანი. მეორეს მხრივ, ჩვენივე თანდასწრებით ნანა ქირიამ დარეკა ჯანდაცვის სამინისტროში, ია ყამარაულთან, რომელმაც გვითხრა, რომ თურმე არ არის ვალდებული.
ნანა ქირიას და ტელეფონის ხაზზე მყოფ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელ, ია ყამარაულს ბოლოს ერთადერთი კითხვა დავუსვით. ამ ადამიანს ბედის ანაბარა რომ ტოვებთ, არამოქალაქე რომაა და არ გადარდებთ გასაგებია, მაგრამ ამ პაციენტის მათი მხრიდან გარეთ დატოვება საქართველოს მოქალაქეების ტუბერკულოზით დაინფიცირების რეალურ საფრთხეს რომ ქმნის, მაზე პასუხისმგებელი ვინ იქნება თქო? და ჩვენ არაო ქალბატონმა მთავარმა ექიმმა“, - წერს ირა სილანტევა.
პაციენტის და მისი ახლობლების მოთხოვნა მკურნალობის სრული დაფინანსება არაა, მხოლოდ იმ მდგომარეობამდე მიყვანას ითხოვენ, რომ აღარ იყოს გადამდები და საზღვართან უახლოეს კლინიკაში, ვლადიკავკაზში მისი ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს.
აქტივისტმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ პაციენტის მშობლები დაუკავშირდნენ ვლადიკავკაზის საავადმყოფოს და კლინიკა მზადაა მის მისაღებად. სილანტევას თქმით, პაციენტის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ უფრო დიდ მანძილზე ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა ლარსის გამშვებ პუნქტამდე რეანომობილით ტრანსპორტირებაში 3000 ლარი მოითხოვა.