UEFA-მ დორტმუნდში, საქართველო-თურქეთის მატჩამდე გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000, ხოლო თურქეთის - 25 000 ევროთი დააჯარიმა. გარდა ამისა, საქართველოს 6250 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა სტადიონზე პიროტექტიკის გამოყენების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
ჯარიმა დაიწერა საქართველო-პორტუგალიის მატჩთან დაკავშირებითაც. კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 8000 ევროთი დაჯარიმდა მოედანზე გულშემატკივრის შეჭრის, ხოლო 1750 ევროთი - პიროტექტიკის გამოყენების გამო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის დაწერილი ჯარიმების ოდენობამ, ჯამში, 46 000 ევრო შეადგინა, რაც დაახლოებით 137 000 ლარია.
გამოცემა Associated Press-ი წერს, რომ 36-თამაშიან ჯგუფური ეტაპზე, 24 ეროვნული ფედერაციიდან 22-დაჯარიმდა. გამონაკლისი მხოლოდ სლოვაკეთი და ესპანეთი იყო. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1.3 მილიონ ევროს აღწევს.
საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა, F ჯგუფში სამი შეხვედრა გამართა და მერვედფინალში გადავიდა. 18 ივნისს საქართველომ თურქეთთან 3:1 წააგო, 22 ივნისს ჩეხეთთან ფრე 1:1 ითამაშა, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიასთან 2:0 მოიგო. 30 ივნისს, მერვედფინალში, ეროვნული ნაკრები ესპანეთს შეხვდა. თამაში ესპანეთის გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ამით საქართველო „ევრო 2024“-ს გამოეთიშა.
ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული წარმატებისთვის UEFA-მ საქართველოს ნაკრებს 12.25 მილიონი ევრო (დაახლოებით 37 მილიონი ლარი) უნდა გადაუხადოს.
