ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ქეთევან ჩაჩავას შეხვდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა დღეს, ვაშინგტონში, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე (თბილისის დროით 19:30) გაიმართება.
აღნიშნული შეხვედრის ფონია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის გართულებული ურთიერთობები.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა ყოველწლიურ მიღებაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩომ განმარტა, ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკაა.
ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში მაისში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ მას შეხვედრაზე უარი უთხრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივნიშვილმა.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტებს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი აქვთ შემუშავებული და უახლოეს მომავალში მის დაწესებას განიხილავენ.
