უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლის ფონზე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი მიიტანა და უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
„მადლობელი ვარ თითოეული მეომრის, თითოეული ჯარისკაცისა და მეთაურის, ვინც უზრუნველყოფს ჩვენი უკრაინული პოზიციების დაცვას და თავდაცვითი ამოცანების შესრულებას.
უკრაინელებმა იციან, როგორ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ომში მიზნების მიღწევა ჩვენი არჩევანი არ იყო. რუსეთმა მოიტანა ომი ჩვენს მიწაზე და მან უნდა იგრძნოს რა გააკეთა.
ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს რაც შეიძლება მალე მშვიდობის დროს - სამართლიანი მშვიდობის პირობებში და ეს მოხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა, რომელიც 6 აგვისტოს დაიწყო, მესამე დღეა გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 7 აგვისტოს უკრაინელებმა სუმისა [უკრაინა] და კურსკის ოლქების საზღვარზე მდებარე „სუჯის“ გამშვები პუნქტი დაიკავეს და ტყვედ აიყვანეს რამდენიმე ათეული რუსი მესაზღვრე. გარდა ამისა, გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელების ხელში აღმოჩნდა გამშვები პუნქტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე სუჯის გაზის გამზომი სადგური - რუსეთის მთავარი გაზსადენის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომლითაც ევროპაში, უკრაინის ტერიტორიის გავლით, გაზის მიწოდება ხდება. ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, 7 აგვისტოს უკრაინული მხარის ჯავშანმანქანებმა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე შეაღწიეს. კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მიხაილო პოდოლიაკი იყო პირველი, ვინც მიმდინარე ბრძოლის ფონზე განცხადება გააკეთა. „რუსეთს უცვლელად მიაჩნდა, რომ მასზე არ ვრცელდებოდა ამკრძალავი სამართლებრივი ნორმები და ამიტომ მას შეუძლია დაუსჯელად შეუტიოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებს და თვალთმაქცურად მოითხოვოს მისი ტერიტორიების ხელშეუხებლობა. მაგრამ ომი არის ომი, რომელსაც აქვს თავისი წესები და რომელშიც აგრესორი ყოველთვის იმკის იმას, რაც დათესა“, - განაცხადა პოდოლიაკმა გუშინ, 8 აგვისტოს.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსული ჯარები „თრგუნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევის მცდელობებს კურსკის ოლქის სიღრმეში“. კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი ბელოსტოცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარი „ერთი მეტრითაც არ წასულა წინ, პირიქით, უკან იხევს“. ეს ცნობები დადასტურებული არ არის.