უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის კლინიკაში. „რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მინდა ახლა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და კეთილსინდისიერ ადამიანს საქართველოში. ალბათ, ნახეთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას - აუცილებელია გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის წინ. გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს - გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ეს კეთილი ნაბიჯი“, - აღნიშნა ზელენსკიმ 19 დეკემბერს, ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი მოხდის გადავადების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 1-ელ დეკემბერს მიმართეს.
შუამდგომლობა ეყრდნობა ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების წინ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების შეფასებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 7 დეკემბერს, ახალი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმაც. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს ევროპარლამენტიც. 14 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდრეობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. ევროპარლამენტარებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, სააკაშვილი შეიწყალოს.
მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ მაისიდან არის მოთავსებული, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში გასული კვირიდან შიმშილობს „ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატი.
სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.