უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ოლექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა, რომელიც აქამდე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 2 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
- 6 საია: დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა
უკრაინის პრეზიდენტს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, დანილოვმა რუსეთისთვის ე.წ. მეორე ფრონტების შესახებ გააკეთა განცხადება, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
„დნესტრისპირეთი და საქართველო დღეს რომ დაკავებულები იყვნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, რადგან მათ [რუსებს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურების, ჩვენი ბავშვებისა და ქალების დახოცვის გარდა“, - განაცხადა დანილოვმა 2022 წლის 26 მარტს.
ოლექსი დანილოვი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.
1994-1997 წლებში დანილოვი ქალაქ ლუგანსკის მერი იყო, ხოლო 2005 წელს ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2006 წელს ის უკრაინის პარლამენტის დეპუტატი გახდა იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან.
