უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ეს თანამდებობა გასული წლის ივლისიდან ვაკანტური იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა 7 მარტს დაამტკიცა და როგორც განმარტა, დიპლომატიის მიმართულებით წასვლა სწორედ ზალუჟნის სურვილი იყო.
„ჩვენი ალიანსი ბრიტანეთთან მხოლოდ უნდა გაძლიერდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2021 წლიდან მეთაურობდა და გამოკითხვების მიხედვით უკრაინაში ყველაზე პოპულარულ სამხედროდ ითვლებოდა, თანამდებობიდან 8 თებერვალს გაათავისუფლა და მის ნაცვლად გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი დანიშნა.
„მადლობელი ვარ გენერალ ზალუჟნის ორი წლის განმავლობაში თავდაცვისთვის. მე ვაფასებ ყველა გამარჯვებას, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ მედია რამდენიმე კვირის განმავლობაში წერდა. ერთ-ერთი ვერსიით, ვოლოდიმირ ზელენკის უკმაყოფილება გამოიწვია ვალერი ზალუჟნის პოპულარობამ და ასევე, The Economist-ის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ, სადაც გენერალი ამბობდა, რომ ომი ჩიხში შევიდა და გათვლა რუსეთის გამოფიტვაზე, შეცდომა იყო. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მთავარსარდალსა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტის არსებობას უარყოფდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
