თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ალიმ სადიგოვს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ახლა ისე ვგრძნობ თავს, თითქოს, ჩემი შვილი ცოცხალია. ეს იყო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი აწია და მოკლა. არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს მოხდა. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ საქმეში დამნაშავეა“, - უთხრა ჟურნალისტებს აითაჯ შახმაროვას მამამ, ისა შახმაროვამ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მცხოვრებმა 26 წლის ალიმ სადიგოვმა 14 წლის აითაჯ შახმაროვა 2023 წლის 6 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, სადიგოვმა აითაჯ შახმაროვა, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე იყო, იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა. არასრულწლოვანმა გოგონამ გაპარვა მოახერხა, თუმცა ოჯახის წევრებმა უკან, ლამბალოში დააბრუნეს. საქმის მასალების მიხედვით, ალიმ სადიგოვი არასრულწლოვანს აუპატიურებდა.
სადიგოვი ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით - განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
აითაჯ შახმაროვას საქმეზე სულ 5 პირი დააკავეს, მათ შორის მოკლული გოგონას დედა და ბიძა. პროკურატურა მათ ქორწინების იძულებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებამდე დედა ამბობდა, რომ ალიმ სადიგოვის ეშინოდა, რადგან გოგოს წაყვანის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, გამოძიების მასალების მიხედვით კი, მას სადიგოვი სიძედ მოსწონდა, რადგან ის შეძლებული იყო.
პროკურატურამ არ დააკავა სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორი გამლეტ ისმაილოვი, რომელმაც გოგოს მოტაცებისა და იძულებითი ქორწინების შესახებ იცოდა, მაგრამ მის დასაცავად არაფერი გააკეთა.
2014-2023 წლებში საქართველოში 200-ზე მეტი ქალი მოკლეს, მათ შორის, გასულ წელს - 24.